გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებლის შეხვედრის ფარგლებში უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12-01-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალს და სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.


კომპანიის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ბიზნესისადმი მეგობრულ გარემოს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამირა საჯვანიმ.პროექტი მიზნად ისახავს  უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო და გამჭვირვალე ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას.მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031