გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთის რაიონში, სოფეელ ლიხაურში, მდინარე აჭის წლის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

13-01-2026

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითი ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში მდინარე აჭის წლის შენაკადები დათევზიანდა.


განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.


ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.


„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.


2026 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 000 ქვირითით მოხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728