გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუნუშა ვასაძე: ძალიან ვუჭერდი მხარს ღარიბაშვილს, არანორმალურად მეწყინა, როცა კორუფციაში გახვეული აღმოჩნდა და უბრალოდ გავჩუმდი - გუშინ ვიღაცებმა კინაღამ წმინდანად შერაცხეს; ბიძინას რომ 2 მილიარდი დაუსანქცირეს, ის და ლილუაშვილი თურმე მაშინ იპარავდნენ

13-01-2026

ფეისბუკ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დაუსანქცირეს, ღარიბაშვილი და სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მაშინ იპარავდნენ ფულს.


ვასაძის თქმით, ღარიბაშვილი, ზოგიერთმა კინაღამ წმინდანად შერაცხა, მისი საქციელი კი, არამხოლოდ კორუფცია, არამედ, „ვირთხობაა“ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.


„ძალიან ვუჭერდი მხარს ირაკლი ღარიბაშვილს. არანორმალურად მეწყინა, როცა კორუფციაში გახვეული აღმოჩნდა და უბრალოდ გავჩუმდი… გუშინ ვიღაცებმა კინაღამ წმინდანად შერაცხეს. ახლა მომისმინეთ ყველამ. ბიძინას რომ ორი მილიარდი დაუსანქცირეს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი თურმე მაშინ იპარავდნენ ფულს და ჯიბეში იდებდნენ. ხალხმა აქ ქვეყნისთვის თავი გადადო, რეები გადაიტანეს და ესენი ამ დროს მილიონებს შოულობდნენ. ეგ კორუფცია არ არის მხოლოდ. ეგ ვირთხობაა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. კაცმა ბოლომდე არ გაწირა, 5 წელი აკმარა და არ მოასვენათ გამჩენმა“, - წერს ნუნუშა ვასაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728