გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

14-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ საავტომობილო ზონაში, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031