გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის საელჩოზე: თუ ჰგონიათ, რომ ამით ქართველებს ევროკავშირს შეაყვარებენ, ცდებიან, თუმცა, მათთვის ქართული საზოგადოება ხომ მხოლოდ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგია და ეს ბანერიც ეტყობა მათთვის დამზადდა

14-01-2026

ევროკავშირის საელჩომ საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოყენებულია კადრები წარსულში გამართული ძალადობრივი აქციებიდან. აღნიშნულ ფაქტს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი მიდგომა საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ მათთვის ქართული საზოგადოება, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგია, და ეს ბანერიც სწორედ მათთვის არის გაკეთებული.


„თუ მათ ჰგონიათ, რომ ამით ქართველებს ევროკავშირს შეაყვარებენ, ცდებიან. სრულიად უკუეფექტს მიიღებენ. აშკარად ძალიან ცუდად იცნობენ ჩვენს სინამდვილეს და ჩვენს საზოგადოებას. თუმცა, მათთვის ქართული საზოგადოება ხომ მხოლოდ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგია და ეს ბანერიც ეტყობა მათთვის დამზადდა“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930