გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე

14-01-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე", -  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930