გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის თქმით, საზღვარგარეთ ფულადი გზავნილები დასაშვებია, თუ ადამიანები თანხების წარმომავლობის დამტკიცებას შეძლებენ

14-01-2026

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის გეგმამ, გაამკაცროს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებზე კონტროლი, არ უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ თანხა სოციალური მომსახურების გადახდებიდან არ არის მიღებული,- განაცხადა Reuters-თან საუბრის დროს ამერიკის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.


კითხვაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ზომები ლეგიტიმურ ფულად გზავნილებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახებს უგზავნიან, ბესენტმა უპასუხა: „არა, არ უნდა შეაფერხოს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, საიდან მოდის ეს თანხა… პრობლემა არ ექნება“, - თქვა მან ინტერვიუში.


ბესენტის თქმით, აშშ-ში ლეგალურად მყოფი ადამიანების მიერ განხორციელებული გადახდები, როგორც წესი, რეგულირებული საბანკო სისტემის მეშვეობით იგზავნება. მისივე განმარტებით, შეუძლებელია მინესოტის მოსახლეობისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების თანხის სომალიში გაგზავნა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ან საჭიროზე მეტ დახმარებას იღებს, ან ცდილობს მოპარული თანხის გაგზავნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728