გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას

14-01-2026

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები, ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა. 


პრემიერის შეფასებით, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს, ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები. 


„ზოგადად, ჩვენ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ამაზე თავისი გავლენა იქონია იმ პროცესებმა, რომელიც წარიმართა აშშ-ში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031