გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

15-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ა.გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით 1967 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით 4 000 აშშ დოლარს სთხოვდა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930