გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს

15-01-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში  დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად  მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ADP Group-ის წევრ „ტავ ჯორჯიას"-ს მიერ შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაში, რომლის თანახმად კომპანია 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს ოპერირებას - განახლებული პირობებითა და მიდგომით. 


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ინვესტიციის განხორციელების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდება, ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. 


პროექტის განხორციელების შედეგად, არსებული ტერმინალი გაფართოვდება და მისი მოცულობა 50 პროცენტით გაიზრდება - ზრდა შეეხება როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონებს. განახლების შედეგად, დღეს არსებული თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება. ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. 


„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, გაუმჯობესდა სახელმწიფოს კომერციული პირობებიც -  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველწლიურად  სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე - დღეს. ასევე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031