გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

15-01-2026

საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს წამყვან ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი.


„ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯებით გავაძლიეროთ ქვეყნის როლი საერთაშორისო ავიაციაში და უზრუნველვყოთ მდგრადი სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.


მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა - როგორც ჩვენს საერთაშორისო

პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის.


განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო მის გუნდს. მადლობა მინისტრს, რომელიც  წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031