გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

16-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998  წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და  დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა  მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930