გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: მყინვარების მასშტაბური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება

16-01-2026

საქართველოში ჩატარდა მყინვარების მასშტაბური კვლევა, ასეთი მასშტაბის კვლევა ფაქტობრივად არასდროს ჩატარებულა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.  


როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩაატარა ძალიან კომპეტენტურმა, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომპანიამ და მასში შვეიცარიელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად მონაწილეობდნენ. 


„რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება. მონიტორინგის სისტემები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი უკვე ამ სამუშაოების შედეგად განისაზღვრება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930