გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ს ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი

16-01-2026

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ECFR-ისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „ევროპა ცვალებად მსოფლიოში“ კვლევითი პროექტის გამოკითხვის შედეგებს ეხმიანება.„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ECFR-ისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „ევროპა ცვალებად მსოფლიოში“ კვლევითი პროექტის გამოკითხვის შედეგებს ეხმიანება.


თოფურია სვამს კითხვას, საით მიდის საქართველო, ვინაიდან, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-სა და ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, ხოლო, გამოკითხულთა ნახევარი მომავლის მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი.


„საით მივდივართ? მონაცემები: ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს დიდ ძალად, როგორიცაა აშშ ან ჩინეთი. 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი. რეალობა: ფონ დერ ლაიენი ავითარებს „სამხედრო ზესახელმწიფოს“ ხედვას. ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებები ახლა „საომარ საბჭოებად“ იქცა“, - წერს ვახტანგ თოფურია X-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031