გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ახალაია: სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში

16-01-2026

„სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო“ -ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ დაკავებამდე განაცხადა ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს.

 

ახალია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ვერცერთი სხვა ხელისუფლება ახლოს ვერ მივა.

 

„მანამდე იყო შევარდნაძე, მოკლე პერიოდით გამსახურდია, იყო ვინმე გუმბარიძე, მანამდე პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ა.შ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან?! რომელი ერთი? ვინმე თუ მეტყვის, რომ არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო, დიდი ბოდიში. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად გითხრათ, რომ მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“- ამბობს ახალაია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31