გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრის მასარო, რომელმაც „ფოქს ნიუსზე“ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნა, პრეზიდენტ ტრამპის სიძულვილით გამოირჩევა - „ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი“

17-01-2026

Fox News-ის ახალი ამბების მკვლევარმა, კრის მასარომ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ მასარო აქტიურად ადევნებს თვალს და აზიარებს ქართველი ოპოზიციონერი აქტივისტების ტვიტებს საპროტესტო აქციებიდან.


მაგალითად, მას გაზიარებული აქვს რუსუდან ჯაყელის, „დროას“ წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტი, რომ „3 შვილის დედას შესაძლოა ერთ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს ტროტუარზე დგომის გამო“. ასევე, გაზიარებული აქვს ონლაინგამოცემის „პუბლიკა“ პოსტი და სხვა.


ამასთან, მასარო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სიძულვილით გამოირჩევა. მას წარსულში არაერთი პოსტი აქვს დაწერილი, რომ დონალდ ტრამპი ავტორიტარული შიშისა და თაყვანისცემის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს, რაც შოკისმომგვრელიც კი აღარ არის, გაცილებით მეტია და პირიქით, შევხვდებით ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის მხარდამჭერ პოსტებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930