გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი დონ ბეიერი: ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას

18-01-2026

დემოკრატი კონგრესმენი, დონ ბეიერი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპს ამის უფლება არ აქვს.


ბეიერის თქმით, ტრამპის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და ამერიკისთვის სრულ კატასტორფას წარმოადგენს.


"ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას. ეს კანონის საწინააღმდეგოა, ეს სრული კატასტროფაა ამერიკისთვის. კონგრესსა და უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელებმა უნდა მოიკრიბონ ძალები და შეაჩერონ ეს." - წერს დონ ბეიერი X-ზე. დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრენლანდიის გამო, ევროპული ქვეყნების ნაწილს - დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს, 2026 წლის თებერვლიდან, ტარიფებს უწესებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930