გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3 პირი

18-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 2005 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს.


პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031