გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბიბისი" - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით

19-01-2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, გვარამიას პარტიის წევრის, თეიმურაზ პაპასკირის განცხადება შეაფასა, რომლის ინფორმაციითაც, "ბიბისი" არ აპირებს "ქართული ოცნების" საჩივრის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.


ლაშხის თქმით, პაპასკირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.


"ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი. თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, თუ რას აპირებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბიბისი". ეს გეგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს." - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031