გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა, ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ამაზე კი პასუხისმგებლობა ევროპელ ლიდერებს დაეკისრათ, ანუ, „დიფ სთეითს“ დარჩა ერთი - აშშ-სა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლა

20-01-2026

„ჩემს წინა წერილებში, ძირითადად, აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ „დიფ სთეითი“, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები, რომლებიც წლებია აკონტროლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, სხვადასხვა ქვეყნებს, კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს, ინსტიტუტებს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წარსულ, თუ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებზე და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე, რებრენდინგის პროცესს გადიოდნენ, პროცესს, რომელსაც მსხვერპლად ევროპას შესწირავდნენ, ამ მსხვერპლის ფასად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გააძლიერებდნენ“, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.


შათირიშვილის განცხადებით, „დიფ სთეითის“ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგი უკვე სახეზეა, რაც გამოფიტულ უკრაინასა და ევროკავშირში უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში გამოიხატება, რის ფონზეც „დიფ სთეითის“ ერთი გეგმის განხორციელებაღა რჩება - „აშშ-ისა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლა“.


„ამ პროცესის კონკრეტულ შედეგებს უკვე ვხედავთ - უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა და გამოიფიტა, ევროკავშირის ეკონომიკა დაინგრა, პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და არეულია, ამ ყველაფერზე კი, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა სრულად ევროპელ ლიდერებს დაეკისრათ. ანუ, „დიფ სთეითმა“ ამ კონკრეტულ მიზანს თითქმის მიაღწია, დარჩა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გეგმა - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლა, რაც უკვე განვითარების ფაზაშია და ამის შესახებ ვრცლად ამ წერილში ვისაუბრებ“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031