გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: სად არის ის ხალხი, ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს „უკრაინა იმარჯვებს“, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარაა“, რომ დიახაც, „ომი გვინდა“, სად არიან ეს ადამიანები?

20-01-2026

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროცესები ზუსტად იმ მიმართულებით ვითარდება, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი. ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესოა სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც „დიფ სთეითი“ დონალდ ტრამპის ხელით მართავს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ელოდნენ ხსნას?!“, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.


შათირიშვილის თქმით, მას აინტერესებს, თუ სად არის ის ხალხი, რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ „ომი უკრაინაში საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა“ იყო. იგი თავის ყველა კითხვას რიტორიკულს უწოდებს, რამდენადაც მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, ხოლო რეალობა სრულიად სხვაგვარი.

„სად არის ის ხალხი, ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს „უკრაინა იმარჯვებს“, „უკრაინის გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა“, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარაა“, რომ დიახაც, „ომი გვინდა“ და ა.შ.


სად არიან ეს ადამიანები? როგორ შეიძლება ამდენი შეცდომის და აბსურდული პროგნოზების შემდეგ ისინი ან ექსპერტებად იწოდებოდნენ, ან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ?! მით უფრო, როგორ შეიძლება მათ აზრს რაიმე გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე?! რა თქმა უნდა, ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ხალხი მათთვის სასურველ, აბსურდულ პროგნოზს ავრცელებდა ჭეშმარიტებად, მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვა იყო. სწორედ ამ რეალობის შესახებ ვწერდი მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც უკვე ფაქტებითაც არაერთხელ დადასტურდა“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031