გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ძირკოკში სამელიორაციო არხები გაიწმინდა

20-01-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. სოფელ ძირკოკში დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან  არხის 1000 მეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა. აღნიშნული არხები გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, ასევე სატბორე მეურნეობების წყალმომარაგებისთვის.


სამუშაოების ჩატარების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 30 ჰექტრამდე სარწყავ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე და 10 ჰექტარ სატბორე მეურნეობაზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.


კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031