გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

20-01-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში — შპს „ტრეიდერი" (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.


ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა" და „ვილა გოლდი". აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.


შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031