გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი შეწყალებაზე: რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია მათი მხრიდან

20-01-2026

რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.


„ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს. რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, შეწყალება არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს. ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს ინანიებენ და ფაქტობრივად, შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ, იგივეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია რადიკალების მხრიდან“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031