გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

20-01-2026

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 364 გრ. ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", რასაც თბილისში, დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა.


დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930