გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებზე: ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან

20-01-2026

ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.


დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს და ატეხილ აჟიოტაჟს.


„[შეწყალებაზე ოპოზიციური განცხადებები] არის კიდევ ერთხელ ახლობლების, მშობლების, თუ გულშემატკივრების მხრიდან პატიმართა ბედით სპეკულაცია. ყველამ ვიცით საჯარო განცხადებები, როცა არც პრეზიდენტს აღიარებენ, არც შეწყალებას, არც აპირებენ ამ შეწყალებით სარგებლობას, მაგრამ ხედავთ, რომ სპეკულაციებს მაინც აქვს ადგილი. ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.


პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031