გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება

21-01-2026

ნულის ნულთან გაერთიანება შედეგს იწვევს და ეს შედეგი ნულია. მაშინ როდესაც რადიკალებს საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა და რეიტინგი არ გააჩნიათ, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ნულს ქვემოთ არის დასული რეიტინგით, ამ ფონზე რადიკალების გაერთიანება როგორ წარმოგიდგენიათ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, გაერთიანება რაიმე შედეგის მომტანი ვერ იქნება.


„ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი და კიდევ ერთი ილუზია, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისთვის და  გარე პატრონებისთვის შექმნიან, რათა დაასაბუთონ ის ჯამაგირები, რომლებსაც გარე პატრონებისგან იღებენ. საქართველოში საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930