გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: მაინტერესებს, სააკაშვილს, იგივე „მიშა სმეტანას“, რამდენი პატიმარი ჰყავს შეწყალებული, მისი ორივე მმართველობის პერიოდში? სანდრო გირგვლიანის მკვლელებს და სხვა ხალხის დამაქცევრების შეწყალებებს არ ვგულისხმობ

21-01-2026

„გიორგი გამსახურდია პრეზიდენტის შეწყალების თაობაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერები, რომელთა გონება ადამიანის წამებაზეა მიმართული, სხვის არაადამიანობაზე საუბრობენ.


მისი თქმით, საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილს რამდენი პატიმარი ჰყავს შეწყალებული სანდრო გირგვლიანის მკვლელების გარდა.


„მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილს, იგივე „მიშა სმეტანას“, რამდენი პატიმარი ჰყავს შეწყალებული, მისი ორივე მმართველობის პერიოდში? ვის არაადამიანობაზე ლაპარაკობენ ეს მანქურთები საერთოდ? მთელი ამათი გონება, ადამიანების წვალებაზე იყო და არის დღესაც მიმართული.


P.S.ნუ, სანდრო გირგვლიანის მკვლელებს და სხვა ხალხის დამაქცევრების შეწყალებებს, არ ვგულისხმობ“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31