გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა გეგეჭკორი „სმარტის“ გენდირექტორის განცხადებაზე, რომ მიესალმება ფასების დაწევას: აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? - იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონ

21-01-2026

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი Wissol-ისა და Smart-ის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმება ფასების დაწევას.


ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მათ ეს ამბავი დიდად არ ახარებთ, მაგრამ აღნიშნული კომისიის გამო მოუწევთ და იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების მონოპოლისტებსაც.


„და თუ მიესალმებით, აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს ამბავი გიხაროდეთ, მაგრამ სწორედ ზემოთ აღნიშნული კომისიის გამო მოგიწევთ. იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონოპოლისტებსაც“, - წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930