გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The Times: უკრაინის დედაქალაქში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო ზელენსკი კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს აკრიტიკებს, რას პასუხობს კლიჩკო ზელენსკის

21-01-2026

უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ზელენსკიმ სცადა ამ მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობა კიევის მერისთვის დაეკისრებინა.


გამოცემა "The Times"-ის ინფორმაციით, - "ზელენსკიმ სცადა პასუხისმგებლობა კლიჩკოსთვის დაეკისრებინა ქალაქში ხანგრძლივი გათიშვების გამო და განაცხადა, რომ კიევი ნაკლებად იყო მომზადებული, ვიდრე ხარკოვი - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 12 მილში მდებარეობს."


ვიტალი კლიჩკომ ამ ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „გონივრული არ არის“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების შექმნა იმ დროს, როდესაც ერთიანობა განსაკუთრებით საჭიროა.


მან ეს განცხადება კიევის მერიიდან გააკეთა, სადაც თანამშრომლებს ტუალეტებით სარგებლობა აეკრძალათ, წყლის არარსებობის გამო.


კლიჩკოს თქმით, ზელენსკიმ უარი თქვა მის თხოვნებზე შეხვედრის შესახებ, რათა კრიზისი განეხილათ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის წარმოება და საჰაერო თავდაცვა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031