გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

22-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1981 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

გ.ჯ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930