გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მით უმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს

22-01-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პრემიერის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა „დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მით უმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში.“


ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის რომ ჯანსაღი დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან.


„პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მით უმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში.


დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ამ შეთავაზებას უკუაგდებს. ამიტომ ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით, იმისათვის რომ ჯანსაღი (!!) დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან. არც იმათთან, ვინც 2003-2012 წწ დანაშაულებს ჩადიონენ და ვინც ამის იდეოლოგები იყვნენ. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია“,  - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031