გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს ფასთა წარმოქმნის პროცესზე და ნაცუსაშველონი გოდებენ; საინტერესოა, რაზე? რასაკვირველია, არა მომხმარებლების ინტერესებზე

22-01-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სხვადასხვა სასურსათო კომპანიის შემოწმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოძიება დაინტერესდა მხოლოდ ფასწარმოქმნის პროცესით. ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.


მისი თქმით, ახლაც ძალიან უნდათ სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსან დოქსოპულოებს მათი ეპოქისთვის დამახასიათებელი „ჩაფრული მასკი შოუს“ ხილვა, მაგრამ ავერ ახდება მათი ტვინგაღუნული ნატვრა. „სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს ფასთა წარმოქმნის პროცესზე და ნაცუსაშველონი გოდებენ; საინტერესოა, რაზე? რასაკვირველია, არა მომხმარებლების ინტერესებზე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაში აქვს სტრატეგიული და მაღალი რისკის მიმართულებაზე ორიენტირებული როლი. მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაინტერესდა მხოლოდ ფასწარმოქმნის პროცესით. ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. ახლაც ძალიან უნდათ სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსან დოქსოპულოებს მათი ეპოქისთვის დამახასიათებელი „ჩაფრული მასკი შოუს“ ხილვა, მაგრამ ავერ ახდება მათი ტვინგაღუნული ნატვრა“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930