გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში" და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის

23-01-2026

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში" და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაიცვას სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.


„რაც არ არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, იმაზე ვერაფერს ვერ წარმოადგენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში" და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის. ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავიცვათ სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.


ყველამ კარგად იცის, როგორ წარიმართა პროცესები. თავის დროზე, 2009 წელს იყო ნივთიერებები შეძენილი, მათ შორის, მათი ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით, თუმცა კამიტი არასდროს არ ყოფილა შეძენილი. ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით და ეს ნივთიერებები არც გამოყენებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ, რაც იყო ნათქვამი „ბი-ბი-სის" სიუჟეტში, ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე.


რაც იყო ყველაზე სამარცხვინო - თვითონ სიუჟეტში ნაწილობრივ მაინც ჰქონდათ დაცული ჟურნალისტური სტანდარტი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ ვარაუდებზე, მაშინ, როდესაც, საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უკვე მტკიცებითი ფორმით იყო იგივე გამოტანილი, რაც პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ისინი სრულიად შეგნებულად წავიდნენ ტყუილზე. ეს არ იყო შემთხვევით გაპარული სიცრუე. ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი", ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031