გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან

23-01-2026

თუ ვინმეს ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად.


„ჩვენ ვაპირებთ, რომ გავყვეთ კონსტიტუციურ ვადებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ჩვენი ვადები და ვფიქრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად. ამიტომ ჩვენი მოსაზრებაა, რომ აუცილებლად 2028 წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930