გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან

23-01-2026

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები Brookfield Asset Management-თან, BlackRock-თან და Global Infrastructure Partners-თან (GIP)- ამის შესახებ euronews-ი წერს.


მედიის ცნობით, გაფორმებული შეთანხმებები მიზნად ისახავს არსებული ურთიერთობების გაფართოებას. მემორანდუმის თანახმად, SOFAZ და მისი პარტნიორები მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში განიხილავენ ინვესტირებისა და თანაინვესტირების შესაძლებლობებს.


ინიციატივები ფოკუსირებული იქნება აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებზე, მათ შორის: ციფრულ და ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, მონაცემთა ცენტრებზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნაზე და განახლებად ენერგიაზე, უძრავ ქონებაზე და აეროპორტის ინფრასტრუქტურაზე.


სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსალოდნელია, რომ პროექტები მოემსახურება არა მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა ბაზარს, არამედ ფართო რეგიონულ ეკონომიკასაც.


„[თანამშრომლობის] ძირითადი მიზანია Brookfield-ის, BlackRock-ისა და GIP-ის გლობალური გამოცდილების გაზიარება კომერციულად მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ციფრული პროექტების შესამუშავებლად. ამ პარტნიორობის მეშვეობით აზერბაიჯანი მიზნად ისახავს გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც რეგიონული ჰაბი ინფრასტრუქტურული და ციფრული ინვესტიციებისთვის, მოიზიდოს საერთაშორისო კაპიტალი და დანერგოს გლობალურად აღიარებული სტანდარტები პროექტების განვითარებისა და მართვის პროცესში“, - წერს Euronews-ი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031