გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი: საია არაერთხელ იყო მხილებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ახლაც, მორიგი ტყუილი გამოუაშკარავდათ - ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში

24-01-2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საია-ს სარჩელზე მედიასთან ისაუბრა.


როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, საია-ს მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდა. მას მიაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში.


„საია არაერთხელ იყო მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ - პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში. სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930