გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი: როდესაც ამ ნაცბანდამ საქართველოში ამოწურა თავისი შავბნელი საქმიანობა, „დიფ სტეიტმა“ დესანტივით გადასხა ეს მავნებლები უკრაინაში. ნაცმოძრაობის მთავარი მიზანი დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც

24-01-2026

ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი სოსიაშვილი საუბრობს.

  

„როდესაც ამ ნაცბანდამ საქართველოში ამოწურა თავისი შავბნელი საქმიანობა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა „ქართულმა ოცნებამ“, „დიფ სტეიტმა“, ამ ბნელმა ძალამ დესანტივით გადასხა ეს მავნებლები უკრაინაში, სადაც მათ საკვანძო თანამდებობები დაიკავეს. ესენი ფულის გამო წავიდნენ. აგენტები არიან და ბუნებრივია, რომ როგორც გიენები მიესევიან ხოლმე მსხვერპლს, ისე არიან ახლა უკრაინელი ხალხის ხარჯზე ნაშოვნ ფულზე მისეული ეს ადამიანები. ბევრი კლანია შიგნით და თავისთავად ცხადია, ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ საზოგადოებას დაანახა თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც“- განაცხადა სოსიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930