გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპი კანადას 100-პროცენტიანი ტარიფებით ემუქრება, თუ ის ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს განავითარებს

24-01-2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს განავითარებს, ის მის საქონელს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს.


„თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, მთლიანად შეჭამს მას, მათ შორის გაანადგურებს ბიზნესს, სოციალურ სტრუქტურას და ტრადიციული ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100-პროცენტიანი ტარიფი“, - დაწერა ტრამპმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031