გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში დააკავეს ქალი, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი კაცი დანით დაჭრა

25-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.


პოლიციამ მ.ს. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031