გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

25-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი: 1974 წელს დაბადებული შ.კ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული რ.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031