გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში

26-01-2026

ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, თემატური.


„ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის მედიასთან კონსულატიების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930