27-01-2026
დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global - ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, წერს.
ფილოსოფოსის განცხადებით, „კვლევის მთვარი სათქმელი კი ასე იკითხება - გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.“
როგორც შათირიშვილი აცხადებს, ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე Ipsos-ის ორი თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ, აჩვენა ევროკავშირის ღრმა კრიზისი, რაც ისედაც ნათელია, მაგრამ, მისი განმარტებით, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს.
„იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო - Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას.
ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა - დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს.“ - წერს ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
26-01-2026
18-01-2026
17-01-2026