გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი ოპოზიციურ მედიას: „მითების დეტექტორი“ ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები - ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი!

27-01-2026

მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციური მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.


ნინო წილოსანის განცხადებით, სწორედ ოპოზიციური მედიის მიზანია, რომ ტროლის სტატუსი მიაკუთვნონ კონკრეტულ სუბიექტებს.


„მითების დეტექტორი“, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930