გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე მაია სანდუზე: როდესაც ევრობიუროკრატია გაგაზულუქებს, მერე უკვე თავხედდები - ეტყობა გულზე მოხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგრძნობინა, ვინაა და სადაა და ახლა გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა

27-01-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას, სადაც სანდუ აღნიშნავს, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანჯაფარიძის შეფასებით, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო, იქაურ საზოგადოებას ღირსება გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე „გამოათრევდა რეზიდენციიდან“, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს მოლდოვა სახელმწიფოდ არ მიაჩნია.


„ასეა, როდესაც ევრობიუროკრატია გაგაზულუქებს, მერე უკვე თავხედდები და წაუზრდელებაც მოსულა. ეტყობა გულზე მოხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგრძნობინა ვინაა და სადაა და ახლა გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. ისე, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო იქაურ საზოგადოებას ღირსება რომ გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე გამოათრევდა რეზიდენციიდან, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს სახელმწიფოდ არ მიაჩნია მოლდოვა რომლის პრეზიდენტადაც ევრობიუროკრატიამ დასვა გაყალბებული არჩევნებით“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728