გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა: ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე „დსთ“-ს წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა

27-01-2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, აღნიშნა, რომ „თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა“.


„ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე „დსთ“-ს წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა. თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა. აღარაფერი რომ ვთქვათ მოლდოვაში კორუფციის დონეზე, სიღარიბესა და დახურულ მედია საშუალებებზე. საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია! ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას და საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმს“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031