გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს

28-01-2026

ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა და დებატებში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვა.


პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ყველა მხარესთან დებატებისთვის და მიაჩნიათ, რომ დებატის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა, ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ნიშნავს.


ამასთან, ყურადღებას ამახვილებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება დებატების მოსმენის შემდეგ.


„პარტია „მემარცხენე ალიანსი“ დებატებისთვის მზად არის როგორც ხელისუფლებასთან, ისე რადიკალურ ოპოზიციასთან. ამომრჩეველი, რომელიც დებატის მოსმენის გარეშე აკეთებს არჩევანს, ის ან მოსყიდულია, ან ჰიპნოზის ქვეშაა. დებატის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“- აღნიშნავენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031