გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის პოლიციამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა

28-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - 1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ხონის მუნიციპალიტეტში ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე -1959 წელს დაბადებულ ი.ყ.-ს შეეჯახა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ყ. გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930