გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც ამ კომისიის მოსმენის გადადების მიზეზი

28-01-2026

„ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც მიზეზი ამ კომისიის მოსმენის გადადებისა“,  - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ჰელსინკის კომისიაზე“ დაგეგმილი მოსმენის უამინდობის მიზეზით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას.


ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ჰელსინკის კომისიის“ არსის გააზრების შემდეგ შეუძლებელი ხდება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების გაკეთება.


„სარწმუნოობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სიმართლეზე, ობიექტურობაზე და აქ მოგვყავს „ჰელსინკის კომისია“, კარგად გავიხსენოთ ის ფიგურანტები, რომლებიც იყვნენ დამბეზღებლები, ზოგი ეთნიკურად ქართველი და ზოგი არაქართველი ამ კომისიაზე. ზოგადად „ჰელსინკის კომისიის“ არსი რომ გავიაზროთ სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით.


ამ კომისიის ზოგადად მუშაობა, მათი დასკვნები, თითოეული გაჟღერებული ფრაზა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეთნიკურად ქართველი მოღალატეების და მათივე პატრონების მხრიდან, რომლებიც ადიუტანტებად ახლდნენ ალბათ აშშ-ში, ერთია, რომ შეურაცხმყოფელია და მეორე, ზუსტად ის დამოკიდებულება გვაქვს, როგორი მიზეზითაც გადაიდო ჰელსინკის კომისიის „მესამე რაუნდი“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930