გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

29-01-2026

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.


ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.


ირაკლი კიკვაძემ საბჭოს წევრებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.


ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031